2016-08-22
საერთაშორისო დიპლომატიური სასტიპენდიო პროგრამა
ქ. სეულის ჰანკუკის უნივერსიტეტი (Hankuk University of Foreign Studies) გთავაზობთ საერთაშორისო დიპლომატიურ სასტიპენდიო პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს 4-წლიანი საბაკალავრო საფეხურის სწავლების დაფინანსებას.
პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეულ სტუდენტებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ.
განაცხადები მიიღება 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. განაცხადების წარდგენის ვადები განსაზღვრულია როგორც ადრეული (early decision), ისე რეგულარული ჩარიცხვისთვის (regular decision). ადრეული ჩარიცხვისთვის განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას 2016 წლის 16 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე. რეგულარული ჩარიცხვისთვის განაცხადის წარდგენის ვადებია 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე.
დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის წარდგენის პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგი ბმული

« იხ. ყველა სიახლე