2014-06-13

ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში – ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა

2014 წლის 7-12 ივლისს თბილისში ჩატარდება მე-6 „ქართულ-გერმანული სკოლა- სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში – ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა“.

სემინარის I ნაწილი (7-8 ივლისი) ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო II ნაწილი (10-11 ივლისი) – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სკოლა-სემინარში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორი და წამყვანი სპეციალისტი, ასევე პროფესორები ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტებიდან.

სტუდენტებს შეუძლიათ გააკეთონ სასტენდო მოხსენებები, რომელიც გაიმართება  8 ივლისს, 17.00 საათზე თსუ სააქტო დარბაზის ფოიეში.

8 ივლისს, 19.00 საათზე პროფესორი ოტო შულტი წაიკითხავს  საჯარო ლექციას – „საერთაშორისო თანამშრომლობა, მეცნიერებით გაღვივებული და პოლიტიკით შეზღუდული – ცხოვრების ბედნიერი წლები“. ლექციამდე გაიმართება საზეიმო ცერემონია – პროფესორ ოტო შულტს მიენიჭება  თსუ საპატიო დოქტორის წოდება, ხოლო ფიზიკის დოქტორ ანდრო კაჭარავასა და პროფესორ მიხეილ ნიორაძეს გადაეცემათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლები ქართულ-გერმანულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის.
 
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.
დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე:
http://collaborations.fz-juelich.de/ikp/cgswhp/cgswhp14/

საკონტაქტო პირი,  ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე თევზაძე
თსუ II კორპუსი, ოთახი 108.
ელ. ფოსტა: alexander.tevzadze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე