CRDF-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
-
მხარს უჭერს პერსპექტიული, თანაბარი პირობების საფუძველზე განხილულ
სამეცნიერო-კვლევით ნაშრომებს, ქმნის ისეთ პირობებს, რომლებიც ამცირებს
ემიგრაციას და შესაძლებლობას იძლევა, FSU-ს ქვეყნებში შენარჩუნდეს
სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა.
-
სრულყოფს სამხედრო მრეწველობაში დაკავებულ მეცნიერთა სამოქალაქო
საქმიანობაზე გადასვლას ერთობლივი სამოქალაქო სამეცნიერო-კვლევითი
პროექტების დაფინანსების გზით.
- ხელს უწყობს გამოყენებითი კვლევების ბაზარს FSU-ს ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მიერ ეკონომიკური მოგების მიღების მიზნით.
ძირითადი პროგრამები:
Competitive Grants Programs
ეს პროგრამები წარმოადგენს
CRDF-ის საქმიანობის საფუძველს. აწყობს რა კონკურსებს,
CRDF-ი გამოყოფს ფულად ჯილდოს საბაზისო, გამოყენებითი და მრეწველობაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტებისათვის. ეს საშუალებას აძლევს
CRDF-ს,
განახორციელოს ინდივიდუალური ფინანსური მხარდაჭერა, შეიძინოს აღჭურვილობა,
ხელი შეუწყოს მივლინებებს სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით.
Industry-Oriented Programs
ასეთი პროგრამების მიზანია გამოყენებითი კვლევების შედეგების ბაზარზე
გამოყენებისთვის ხელშეწყობა FSU-ს ქვეყნებისა და აშშ-ს მიერ კომერციული
მოგების მიღების მიზნით.
CRDF-ი მხარს უჭერს სიმპოზიუმებს და სხვა კონტაქტებს, რათა დაეხმაროს FSU-ს სამრეწველო პარტნიორობის ორგანიზებაში.
Nonproliferation Programs
ამ პროგრამების მეშვეობით
CRDF-ი
ეხმარება FSU-ს ქვეყნების თავდაცვით მრეწველობაში დაკავებულ მეცნიერებს,
რათა სამოქალაქო სფეროში მოახდინონ ნაშრომებისა და პროდუქციის რეალიზება.
ამ პროგრამის ფარგლებში,
CRDF-ი დაეხმარა თითქმის 1500 მეცნიერს და ინჟინერს, რომელთაგან 21% თავდაცვითი მრეწველობის წარმომადგენელია.
Education and Centers-Based Programs
ამ პროგრამების განხორციელებით
CRDF-ი
მიისწრაფვის FSU-ს ქვეყნების სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის
გაძლიერებისაკენ. ამ მიზნით უმაღლესი განათლების სფეროში ყალიბდება ახალი
პერსპექტიული დაწესებულებები, რომლებიც ხელს უწყობენ საბაზრო ეკონომიკაზე
გადასვლასა და დემოკრატიზაციას. ეს პროგრამა ითვალისწინებს FSU-ს
ქვეყნების ცენტრებში გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერას და მათი
თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რისთვისაც იყენებს არაკომერციულ
საგანმანათლებლო და სამრეწველო კვლევების ბაზაზე არსებულ რეგიონალურ
რესურსებს.