DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) – გერმანიის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თვითმართველობითი ორგანიზაციაა. 2006 წლისთვის DAAD–მა გააერთიანა 230 გერმანული სასწავლო დაწესებულება და 126 სტუდენტური ორგანიზაცია. DAAD არის საგარეო კულტურული პოლიტიკის, ისევე როგორც გერმანიაში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის ორგანიზების შუამავალი. DAAD–ს ჰყავს 14 უცხოური წარმომადგენლობა და 48 საინფორმაციო ცენტრი მსოფლიო მასშტაბით, გასცემს 50000 სტიპენდიას წელიწადში.
აღნიშნული
სამსახური უცხოელ მოქალაქეებს სთავაზობს სხვადასხვა სამეცნირო-კვლევით და
სასწავლო პროგრამას, სტუდენტთა მობილობას ბოლონიის პროცესის ფარგლებში,
ანიჭებს სტიპენდიებს სხვადასხვა ვადითა და შესაბამისი აკადემიური
ხარისხების მინიჭებით. DAAD-ის ფარგლებში ფინანსდება დაახლოებით 200
პროგრამა და სტიპენდია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
DAAD-ის წარმომადგენლობას თბილისში. მის: ზანდუკელის ქ. 8, ან გაეცანით
საიტზე:
www.daad.de