ფონდი ევრაზია დაარსდა 1993 წელს დემოკრატიული
და საბაზრო ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ყოფილი საბჭოთა
კავშირის 12 ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოში (ადს). ამ მიზნის მიღწევის
მთავარ საშუალებებად გვევლინება მცირე გრანტების პროგრამა, რომელიც
სწრაფად და სრულფასოვნად პასუხობს ორგანიზაციის მოთხოვნებს ადს-ში. მცირე
გრანტების გაცემის დამატებით პროგრამაში ასევე ხორციელდება მიზნობრივი
პროგრამების ხელმძღვანელობა იმ თემატურ მიმართულებებში, სადაც ფონდის
მიზნების მიღწევა ითხოვს ძალების დიდ კონცენტრირებას. ფონდი ევრაზია
წარმოადგენს ორგანიზაციას კონკრეტული მიმართულებებით, რომელიც იღებს
ძირითად დაფინანსებას საერთაშორისო განვითარების ამერიკული სააგენტოს
(UშAID) მიერ, ასევე, დამატებით დახმარებას სხვა ფონდებისაგან,
კორპორაციებისაგან, კერძო პირებისა და სხვა სახელმწიფოების
მთავრობებისაგან.
ფონდი ევრაზია უზრუნველყოფს დემოკრატიული
ინსტიტუტების განვითარებას და კონკრეტულ მეწარმეობას 12 ქვეყანაში:
საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში,
ყირგიზეთის რესპუბლიკაში, მოლდოვეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში,
უკრაინასა და უზბეკეთში.
დღესდღეობით ფონდი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:
-
მცირე ბიზნესით დაკავების პროგრამა.
-
ეკონომიკური განათლებისა და ეკონომიკური კვლევების მხარდაჭერის კონსორციუმი.
-
მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებების მხარდამჭერი პროგრამა
ფონდი
ახორციელებს თავის საქმიანობას ოფისების ქსელის მეშვეობით, რომლებიც
განლაგებულია ალმაატაში, ბაქოში, ვაშინგტონში, ვლადივასტოკში, სომხეთში,
კიევში, მოსკოვში, სარატოვში, ტაშკენტსა და თბილისში. ასევე, დამატებით,
ფონდის წარმომადგენლების მხრიდან, აშხაბადში, ბიშკეკში, გიუმრში,
დუშანბეში, კიშინიოვში, მინსკსა და სამხრეთ სახალინზე.
ფონდი, როგორც
წესი, არ გამოყოფს გრანტებს საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზაციებზე
და მასში მონაწილეობაზე და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოუყოფს
შეზღუდულ საშუალებებს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეებს საგზაო
ხარჯების დაფარვაზე, თუკი ეს აუცილებელია ფონდის მიზნებისთვის.