EUREKA-ს პროექტები მიმართულია გამოყენებითი კვლევებისაკენ, რომლებიც
მჭიდროდაა დაკავშირებული ბაზართან, ხოლო მათ შედეგს წარმოადგენს ახალი
პროდუქციის წარმოება, ახალი ტექნოლოგიები ან მომსახურება. სააგენტო
მოიცავს 29 ქვეყანა - სრუფლებიან წევრებს, მათ შორის დსთ-ს.
მიმდინარე პროექტების თემატიკა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:
საინფორმაციო ტექნოლოგია, ენერგეტიკა, გარემო, ლაზერები, ტრანსპორტი,
მასალათმცოდნეობა, რობოტოტექნიკა და პროდუქციის წარმოების პროცესის
ავტომატიზაციის საშუალებები, მედიცინა და ბიოტექნოლოგია.
EUREKA-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია:
- ბიუროკრატიული აპარატის არარსებობა.
- პროექტების განხორციელება ხდება წინასწარ შედგენილი გეგმის ან პროგრამის გარეშე.
- პროექტში მონაწილე პარტნიორთა მთავრობები თავად წყვეტენ, რა ოდენობის ფინანსური დახმარების აღმოჩენას შეძლებენ.