საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (
GRDF
) კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2001 წლის 7 აგვისტოს.
ფონდის მიზნებია:
-
განავითაროს საქართველოს სამეცნიერო-საინჟინრო პოტენციალი და ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევით შემოქმედებას პრიორიტეტულ სფეროებში.
-
ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწიოს საექსპერტო შეფასების შედეგად გამოვლენილ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს.