CALENDAR

კვლევებისა და გაცვლის საერთაშორისო საბჭო (IREX) წარმოადგენს აშშ-ს წამყვან არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების პროგრამებისა და ინტერნეტის ქსელის განვითარებას; დაკავებულია მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებების ხელშეწყობისა და სამოქალაქო სამართლის საკითხებით როგორც აშშ-ში, ასევე, ევროპაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.
IREX - ის მიზნები და ამოცანებია:

  • გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიისათვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა.
  • სასწავლო, აკადემიურ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიაში მდგომარეობის გამყარება და საერთაშორისო დონეზე მათი აქტიური მოღვაწეობის ხელშეწყობა.
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში პერსპექტიული სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის დახმარების აღმოჩენა.
  • ახალი თაობის ლიდერების გამოვლენა; მათი მომზადება და სწავლება იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც შემუშავებულია IREX - ის მიერ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ფონდებსა და კორპორაციებთან ერთად.

მნიშვნელოვანია სტუდენტთა გაცვლის პროგრამა, რომელიც ხორციელდება თავისუფლებისათვის მხარდაჭერის აქტის საზღვრებში (FSAU);

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.irex.ru/