CALENDAR

მეცნიერების მხარდამჭერი იაპონური საზოგადოების (JSPS) ძირითადი მიზნებია:

• ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა;
• საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
• აკადემიურ საზოგადოებასა და წარმოებას შორის თანამშრომლობის დამყარება;
• სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეკრება და გავრცელება.

წარმოადგენს რა იაპონიაში სამეცნიერო კვლევების ხელშემწყობ ერთ-ერთ ძირითად ორგანიზაციას, JSPS ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო და ნაციონალურ პროგრამებს, რომლებიც მოიცავს თეორიული და გამოყენებითი მეცნიერებების ყველა სფეროს: მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას; ატარებს კვლევებს სოფლის მეურნეობის, სამედიცინო, სოციალური მეცნიერებების და ჰუმანიტარულ სფეროში.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.jsps.go.jp/