CALENDAR

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 1739 წელს. აკადემიის ძირითადი მიზანია მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში კვლევების ჩატარებისა და განვითარების ხელშეწყობა.
აკადემიის შემადგენლობაში შედის 7 სამეცნიერო ინსტიტუტი, სამეცნიერო გამომცემლობა. ყოველწლიურად აკადემიას მიენიჭება რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო პრემია (The Nobel Prizes, The Prize in Economics, The Crafoord Prize, The Rolf Schock Prizes, The Gregory Aminoff Prize).
აკადემია წარმოადგენს შვეციის ინტერესებს ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებში, როგორიცაა ICSU (International Council for Science), ALLEA (All-European Academy Conference), IAP (Inter-Academy Panel on International Issues) და IASC (International Arctic Science Committee). აკადემიის მიერ შექმნილია, აგრეთვე, 20-მდე ეროვნული კომიტეტი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო-სამეცნიერო საბჭოში სამეცნიერო ორგანიზაციებთან კონტაქტებზე.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.kva.se/KVA_Root/index_eng.asp