ჯონ დ. და კეტრინ ტ. მაკარტურების ფონდი კერძო საქველმოქმედო
ორგანიზაციაა, რომელიც კონცენტრირებულია შემდეგი 8 პროგრამის
განხორციელებაზე:
-
საქალაქო საზოგადოების განვითარება (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ხასიათის პროექტები).
-
განათლების განვითარება (განათლების სისტემის სრულყოფა ნაციონალური მასშტაბით);
-
პროგრამა ჯანდაცვის სფეროში (ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა და ბრძოლა პარაზიტორულ დაავადებებთან);
-
სტიპენდიების გაცემა განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებისთვის.
-
საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა (სოციალური, საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტები);
-
მოსახლეობის ზრდა, განვითარება (კვლევები და სოციალური პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია მოსახლეობის ზრდასთან)
-
გარემო და რესურსები (გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე ორიენტირებული პროექტები;).
-
ზოგადი ხასიათის პროგრამა (პროექტები მასმედიის სფეროში, აგრეთვე,
საყურადღებო პროექტები, რომლებიც არ ხვდება ფონდის საქმიანობის სხვა
პრიორიტეტულ მიმართულებებში ან ხვდება ერთდროულად რამდენიმე
მიმართულებაში);
1992
წელს მაკარტურების ფონდმა დააფუძნა გრანტების გაცემის ახალი პროგრამა
ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი სახელმწიფოების _ სასომხეთის,
აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლატვიის,
ლიტვის, მოლდოვეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინის,
უზბეკეთის, ესტონეთის მოქალაქეებზე.