მოსკოვის საზოგადოებრივი სამეცნიერო ფონდი (1996 წლის
აგვისტომდე რუსეთის სამეცნიერო ფონდის მოსკოვის განყოფილება)
არაკომერციული არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანებაა, რომლის მისიაა
მხარი დაუჭიროს რუსეთისა და დსთ-ს ფარგლებში სამეცნიერო კვლევებს და
უმაღლეს განათლებას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში.
მოსკოვის საზოგადოებრივი სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა და ორგანიზაცია ეკონომიკის, პოლიტოლოგიის, სამართლისა და სოციოლოგიის სფეროში.
- სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზაცია.
-
რუსეთისა და დსთ-ს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების მკვლევარებისა და
მეცნიერ-ხელმძღვანელებისათვის მონაცემთა ბაზის გამოცემა საზოგადოებრივი
მეცნირებების სფეროში.
-
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სფეროში არსებულ კვლევით
სამუშაოებსა და უმაღლეს განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების
დანერგვისათვის მხარდაჭერა.
- რუსეთისა და დსთ-ს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა.
- რეგიონალური და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების მხარდაჭერა, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა.