როტარიანული ფონდი არამომგებიანი კორპორაციაა, რომელიც მატერიალურ
მხარდაჭერას უწევს გაჭირვებულებს მთელ მსოფლიოში, ახორციელებს შესაბამისი
პროექტების დოტაციას და უზრუნველყოფს მეცნიერებისა და პედაგოგების,
ბიზნესმენებისა და ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლების საეთაშორისო
გაცვლებს.
ფონდის შექმნის მიზანია საერთაშორისო
ურთიერთთანამშრომლობისა და მშვიდობის ხელშეწყობა
საერთაშორისო-საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროგრამების გზით.
როტარიანული ფონდის პროგრამები:
- საგანმანათლებლო
პროგრამები: საელჩოს სტიპენდიები (Ambassadorial Scholarships, Japan
Ambassadorial Scholarships) გადაეცემა ორივე სქესის პირებს განათლების
მისაღებად და სხვა ქვეყნების თავისებურებების შესასწავლად;
- როტარიანული ფონდის სტიპენდიები უმაღლესი საწავლებლების პედაგოგებისათვის, რომლებიც სამუშაოდ მიდიან განვითარებად ქვეყნებში;
- სპეციალისტების გაცვლა;
- როტარიანული სამშვიდობო პროგრამები;
- ჰუმანიტარული პროგრამები;
- (Health,
Hunger and Humanity)-ეს არის ფართომასშტაბიანი 2-3 წელზე გათვლილი
საერთაშორისო პროექტები, რომელთა დანიშნულებაა მოსახლეობის სამედიცინო
დახმარების სრულყოფა, შიმშილთან ბრძოლა და სოციალურ-ეკონომიკური
კეთილდღეობის წინაპირობების შექმნა აქცენტირებული შემდგომ
დამოუკიდებლობასა და ადამიანურ ფაქტორზე.