CALENDAR

სამეფო საზოგადოებას (The Royal Society) აქვს ლექციების პროგრამა, რომლის მიზანია დიალოგის ხელშეწყობა მეცნიერებს, მთავრობას, მრეწველობასა და საზოგადოების სხვა სფეროებს შორის. საზოგადოებრივი პროგრამების მთავარი თემაა მეცნიერება საზოგადოებაში.
სამეფო საზოგადოება-პარტნიორი COPUS-ში არის განვითარებადი პროგრამა, რომელიც წარუდგენს სამეცნიერო საზოგადოებას თანამედროვე ნაშრომებს, მოქმედ ტექნოლოგიებსა და გრანტებს.
სამეფო საზოგადოება ამხანაგობების მეშვეობით მხარს უჭერს ნიჭიერ მეცნიერებს; ხელფასის დანამატის სახით (10 წლამდე) ეხმარება კვლევებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვაში და უზრუნველყოფს არამატერიალურ მხარდაჭერას.
მხარდაჭერის სქემები:

  1. მოკლევადიანი დასწრებები (დიდ ბრიტანეთში ან დიდი ბრიტანეთიდან) - (6 თვიდან 4 წლამდე).
  2. კვლევით ცენტრებს შორის გაერთიანებული პროექტებისათვის(დიდ ბრიტანეთში ან საზღვარგარეთ) - (3 წლამდე).

კონფერენციის გრანტები ითვალისწინებს მგზავრობისა და კვების ხარჯების დაფარვას, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს, მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ კონფერენციებსა და გარემოს კვლევის სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://royalsociety.org/