CALENDAR

ჩვენს შესახებ:
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია კვლევისა და ანალიზის, პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების მომზადებისა და საქართველოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საშინაო და საგარეო საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვების მოწყობის საშუალებით ხელი შეუწყოს საჯარო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დახვეწას.

ფონდის საქმიანობა მიზნად ისახავს საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, ხელსაყრელი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში, კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში ადგილობრივი კერძო სექტორისა და საერთაშორისო საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობის გაზრდაში.

ფონდის თანამშრომელთა უმრავლესობას წარსულში ქვეყნის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობი ეკავათ. მათ სახელმწიფო პოლიტიკისა და სამეცნიერო სფეროებში საქმიანობის უნიკალური გამოცდილება გააჩნიათ.

ფონდის მიზანია :
გაზარდოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინტერესი საქართველოს პოტენციალისა და პრობლემატიკის მიმართ, ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებასა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს შორის დიალოგის განვითარებას და აღზარდოს ლიდერთა ახალი თაობა რომელიც მომავალში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოს მართვაში.

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექსპერტებს. კვლევებისა და ტრეინინგების ჩასატარებლად ფონდი ხელშეკრულების საფუძვლეზე იწვევს ქვეყნის წამყვან ექსპერტებს.

ამასთანავე, ფონდი ხელს უწყობს უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც იკვლევენ როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად, კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. ფონდი მათ უზრუნველყოფს ტექნიკური ბაზითა და ექსპერტთა რჩევებით.

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის კვლევითი და სასწავლო საქმიანობა რეგიონულ საკითხებზე არის კონცენტრირებული. ფონდი ახორციელებს ერთობლივ პროექტებს როგორც რეგიონის, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტებთან ერთად. კვლევების შედეგების უმრავლესობა ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის.

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

* პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებული კვლევა – უზრუნველყოფს მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის სამეცნიერო ნაშრომების, პოლიტიკური რეკომანდაციებისა და იმიტაციური მოდელების მიწოდებას;

* სასწავლო კურსები – მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ადამიანური კაპიტალის განვითარებას და საერთაშორისო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ცოდნის ამაღლებას. ფონდი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა სპეციალისტებს მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური დაგეგმვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში. ფონდი მსმენელებს სთავაზობს საღამოს კლასებს სხვადასხვა საგნებში;

* კონფერენციები და სემინარები – ტარდება რეგულარულად, ხშირ შემთხვევაში, სხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და სამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად;

* საგამომცემლო საქმიანობა – ელექტრონული ფორმატით ქვეყნდება საინფორმაციო ბიულეტენები, სამეცნიერო ნაშრომები, ანგარიშები და საკონფერენციო მასალები;

* შეფასებითი კვლევები – მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინსტიტუტებს გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა. ეს მოიცავს როგორც კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების შეფასებას, ასევე ზოგადად, პოლიტიკური რისკის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონის შეფასებას. ამ სახის კვლევები ხორციელდება საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა მთავრობების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით;

* საზოგადოებასთან ურთიერთობა – პოლიტიკური პროცესების ირგვლივ არსებულ დისკუსიებში ფონდის როლის გაზრდისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებასთან ურთიერთობების განვითარებას. ფონდი რეგულარულად მასპინძლობს დისკუსიებსა და ექსპერტთა შეკრებებს, აწყობს სხვადასხვა მნიშველოვანი თემის ირგვლივ საზოგადოებრივ განხილვებს, თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: ნიკო ნიკოლაძის ქ. #7, ბ. 2.
ტელ: 93 13 35
ელ.ფოსტა: gfsis@gfsis.org
ვებ-გვერდი: www.gfsis.org/pub/geo/