Clarivate Analytics Web of Science/Journal Citation Report

2017 წლის 8 დეკემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩაერთო წვდომა Clarivate Analytics პროდუქტზე - “Web of Science (WoS)”. 
WoS არის ინტელექტუალური ინფორმაციის ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევების საინფორმაციო მხარდაჭერას. 
WoS წარმოადგენს მაღალრეიტინგული რეფერირებადი სამეცნიერო ლიტერატურის აბსტრაქტებისა და ციტირებების უმსხვილეს მონაცემთა ბაზას, რომელიც პოლითემატურია და მოიცავს ინფორმაციას 18,000-ზე მეტი გავლენიანი ჟურნალიდან, 180,000-ზე მეტ საკონფერენციო მასალასა და 80,000-ზე მეტ წიგნიდან მსოფლიო მასშტაბით.    

“Web of Science” პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელია თსუ-ს ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან. ამისათვის ინტერნეტის ნებისმიერი ბრაუზერიდან გადადით მისამართზე: www.webofscience.com   

აღსანიშნავია, რომ პლატფორმის ინტერფეისს ინგლისურის გარდა აქვს კიდევ ექვსი ენის მხარდაჭერა. 

“Web of Science” პლატფორმის გარდა წვდომა ჩართულია Journal Citation Report-ზე, საიდანაც შესაძლებელია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალების ჩამონათვალის ნახვა.

პლატფორმის გამოყენების წესები დეტალურად აღწერილია დახმარების (Help) განყოფილებაში. 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება ტრენინგების ჩატარება ბაზის მოხმარებასთან დაკავშირებით. ტრენინგების თარიღები თსუ-ს პერსონალს ეცნობება დამატებით. 

წვდომასთან დაკავშირებული პრობლემების ან სხვა შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსუ ბიბლიოთეკის მთავარ სპეციალისტს, ბატონ თეიმურაზ ყანჩელს (teimuraz.kancheli@tsu.ge), ან თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, ქალბატონ თამარ გოგუას (tamar.gogua@tsu.ge).

გამოქვეყნების თარიღი:2017-12-14 10:46:17