• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ–ს ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუსშეჩერებულს.
• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
• შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა
1. განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
2. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან
(დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით);
3. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო სერტიფიკატის ასლი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით);
4. პირადობის მოწმობის ასლი.
• შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ პირთა განაცხადების მიღება
შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებები მიიღება იმ ფაკულტეტის კანცელარიაში, სადაც სტუდენტს სურს გადასვლა. (
საკონტაქტო ინფორმაცია)
• შიდა მობილობის ვადებიბრძანება №68/01-01; 13.07.2011
დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე - 25 ივლისი - 10 აგვისტო;
კრედიტების აღიარება - 2 – 16 სექტემბერი;
სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 19 სექტემბერი;
ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 23 სექტემბერი.
• ვაკანტური ადგილები
შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები ფაკულტეტების/სამაგისტრო პროგრამების მიხედვით განისაზღვრება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 20 ივლისის №71/01-01 ბრძანებით.ბრძანება №71/01-01; 20.07.2011
• ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა
-
ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
-
ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები შიდა მობილობით ფაკულტეტის/სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით.
• კრედიტების აღიარება
შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებ №57/2010 დადგენილების შესაბამისად.
• შიდა მობილობაში მონაწილეობის მიღება სტუდენტს არ უზღუდავს გარე მობილობაში მონაწილეობის უფლებას.