2010-06-01
შეფასების კრიტერიუმების გზამკვლევი
კრიტერიუმი არის განსჯისა და შეფასების საშუალება. განათლების სისტემაში შეფასების კრიტერიუმი გულისხმობს სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის დონისა და ხარისხის, და ათვისებული მასალის მოცულობის დადგენას.
პროფესორის მიერ სტუდენტის შეფასება პრაქტიკულად სილაბუსით განსაზღვრული სწავლის შედეგების შეფასებაა; შეფასების სხვადასხვა ფორმების საშუალებით პროფესორი აფასებს, თუ რამდენად აითვისა სტუდენტმა საგანი და მიაღწია სწავლის შედეგებს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი სწავლობდეს არა მხოლოდ სასესიო კვირაში, არამედ მთელი სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სასურველია არსებობდეს შეფასების ფორმათა მრავალფეროვნება.
სხვადასხვა სასწავლო კურსის შეფასების კრიტერიუმები, კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებულია. ვთქვათ, პრაქტიკული ტიპის კურსებში გამოკითხვის ტესტურ ფორმატს შეიძლება ჩაენაცვლოს სხვა ტიპის წერითი დავალებები, მაგალითად, საშინაო დავალებები, ან ექსპერიმენტის ჩატარება, მონაცემები, მათი დამუშავება და ანალიზი და სხვ.
სასწავლო პროცესი შეიძლება წარიმართოს სხვადასხვა ფორმატით: ლექცია, სემინარი, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობა, საველე პრაქტიკა და სხვ. მათი შეფასება შესაძლებელია მოხდეს შეფასების სხვადასხვა ხერხით (ფორმით). მაგალითად:
გთავაზობთ შეფასების კრიტერიუმების შესაძლო ვარიაციებს:
დასწრების შეფასების შესაძლო კრიტერიუმები შესაძლოა იყოს:
საპრეზენტაციოდ მომზადებული მოხსენება შესაძლებელია წარმოადგენდეს საკითხის, თემის შინაარსის გადმოცემას და ანალიზს.
პრეზენტაცია შესაძლებელია იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური. ინდივიდუალური პრეზენტაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მოხსენების წარმოდგენას.
ჯგუფური პრეზენტაცია გულისხმობს სტუდენტების ჯგუფის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მოხსენების წარმოდგენას.
მაგალითის სახით გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების შესაძლო კრიტერიუმებს:
წერითი და ზეპირი საშინაო დავალებები: პროფესორი ავალებს სტუდენტებს დამოუკიდებლად მოამზადონ და წერილობითი ან ზეპირი ფორმით წარმოადგინონ მასალა საკითხის ან პრობლემის შესახებ, სავარჯიშოს ან ამოცანის ამოხსნა.
არსებობს სხვა ტიპის საშინაო დავალებებიც. მაგალითად, სტუდენტს ევალება მოიძიოს ესა თუ ის ინფორმაცია - სტატია, განმარტება, წიგნი, ინტერვიუ, ჩაატაროს გამოკითხვა და სხვა.
მაგალითად წერითი საშინაო დავალება შესაძლებელია შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმებით:
მასალის დამუშავების დონე, ინფორმაციის სიზუსტე, მსჯელობის უნარი და სხვ.
შუალედური გამოცდა: შუალედური შემოწმების დროს სტუდენტს ევალება განვლილი მასალის ცოდნის დადასტურება, შემოწმება ხდება სხვადასხვა ფორმატით: ტესტი (ღია ან დახურული კითხვები), რეფერატი, საკითხები და სხვა.
მაგალითის სახით გთავაზობთ სტუდენტის შუალედური შეფასების შესაძლო კრიტერიუმებს.
თუ შუალედური გამოცდის შეფასება ხდება საკითხებით და თითოეულ საკითხს მინიჭებული აქვს მაქსიმუმ 10 ქულა.
საბოლოო გამოცდა. დასკვნითი სემესტრული გამოცდა კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება იყოს წერითი ან კომბინირებული წერა/ზეპირის სახით. საბოლოო გამოცდაზე სტუდენტს მოეთხოვება განვლილი მასალის ცოდნის დადასტურება, შემოწმება ხდება სხვადასხვა ფორმატით: ტესტი (ღია/დახურული კითხვები), საკითხები და სხვა.
მაგალითის სახით გთავაზობთ საბოლოო გამოცდის შეფასების შესაძლო კრიტერიუმებს:
საბოლოო გამოცდა კომბინირებული – 40 ქულა
წერილობითი გამოცდა:
თუ წერილობითი გამოცდის შეფასება ხდება საკითხებით და თითოეულ საკითხს მინიჭებული აქვს მაქსიმუმ 10 ქულა.
ზეპირი გამოცდა:
ზემოთ მოყვანილ გახლავთ შეფასების კრიტერიუმთა მხოლოდ შესაძლო ვარიანტები. საგნის პროფესორი თავად წყვეტს, თუ რა კრიტერიუმით შეაფასებს იგი სასწავლო კურსის შემადგენელ ფორმებს და რამდენ ქულას მიანიჭებს მათ.

- აქტიურობა სასემინარო, ან პრაქტიკულ მეცადინეობაზე
- საკონტროლო სამუშაო
- საპრეზენტაციოდ მომზადებული მოხსენება
- წერითი და ზეპირი საშინაო დავალებები
- შუალედური გამოცდა
- საბოლოო გამოცდა
- და სხვა.
გთავაზობთ შეფასების კრიტერიუმების შესაძლო ვარიაციებს:
დასწრების შეფასების შესაძლო კრიტერიუმები შესაძლოა იყოს:
- ლექციაზე დასწრება
- სემინარზე დასწრება
საპრეზენტაციოდ მომზადებული მოხსენება შესაძლებელია წარმოადგენდეს საკითხის, თემის შინაარსის გადმოცემას და ანალიზს.
პრეზენტაცია შესაძლებელია იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური. ინდივიდუალური პრეზენტაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მოხსენების წარმოდგენას.
ჯგუფური პრეზენტაცია გულისხმობს სტუდენტების ჯგუფის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მოხსენების წარმოდგენას.
მაგალითის სახით გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების შესაძლო კრიტერიუმებს:
-
ფორმალური მხარე (ფორმატი), რომლშიც შესაძლებელია გაერთიანდეს: რეგლამენტის დაცვა, მასალები, გაფორმების ვიზუალური მხარე და სხვ.
-
შინაარსობრივი მხარე - საკითხის დასმა, საკითხის გადაწყვეტის გზა, მიღებული შედეგები და მათ არგუმენტირებული დასაბუთება და სხვ.
- პრეზენტაციის ტექნოლოგია ანუ კონტაქტი აუდიტორიასთან და სხვ. .
წერითი და ზეპირი საშინაო დავალებები: პროფესორი ავალებს სტუდენტებს დამოუკიდებლად მოამზადონ და წერილობითი ან ზეპირი ფორმით წარმოადგინონ მასალა საკითხის ან პრობლემის შესახებ, სავარჯიშოს ან ამოცანის ამოხსნა.
არსებობს სხვა ტიპის საშინაო დავალებებიც. მაგალითად, სტუდენტს ევალება მოიძიოს ესა თუ ის ინფორმაცია - სტატია, განმარტება, წიგნი, ინტერვიუ, ჩაატაროს გამოკითხვა და სხვა.
მაგალითად წერითი საშინაო დავალება შესაძლებელია შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმებით:
მასალის დამუშავების დონე, ინფორმაციის სიზუსტე, მსჯელობის უნარი და სხვ.
შუალედური გამოცდა: შუალედური შემოწმების დროს სტუდენტს ევალება განვლილი მასალის ცოდნის დადასტურება, შემოწმება ხდება სხვადასხვა ფორმატით: ტესტი (ღია ან დახურული კითხვები), რეფერატი, საკითხები და სხვა.
მაგალითის სახით გთავაზობთ სტუდენტის შუალედური შეფასების შესაძლო კრიტერიუმებს.
თუ შუალედური გამოცდის შეფასება ხდება საკითხებით და თითოეულ საკითხს მინიჭებული აქვს მაქსიმუმ 10 ქულა.
- 9-10 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე დამხმარე ლიტერატურა.
- 7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
- 5-6 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
- 3-4 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
- 1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმნენტები.
- 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
საბოლოო გამოცდა. დასკვნითი სემესტრული გამოცდა კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება იყოს წერითი ან კომბინირებული წერა/ზეპირის სახით. საბოლოო გამოცდაზე სტუდენტს მოეთხოვება განვლილი მასალის ცოდნის დადასტურება, შემოწმება ხდება სხვადასხვა ფორმატით: ტესტი (ღია/დახურული კითხვები), საკითხები და სხვა.
მაგალითის სახით გთავაზობთ საბოლოო გამოცდის შეფასების შესაძლო კრიტერიუმებს:
საბოლოო გამოცდა კომბინირებული – 40 ქულა
- წერილობითი – 20 ქულა
- ზეპირი − 20 ქულა
წერილობითი გამოცდა:
თუ წერილობითი გამოცდის შეფასება ხდება საკითხებით და თითოეულ საკითხს მინიჭებული აქვს მაქსიმუმ 10 ქულა.
- 9-10 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი ისე დამხმარე ლიტერატურა.
- 7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი შეცდეომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
- 5-6 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
- 3-4 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
- 1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმნეტები.
- 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
ზეპირი გამოცდა:
- 19-20 ქულა − ზედმიწევნით ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საკითხს, აქვს დამოუკიდებული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, შეუძლია ნებისმიერი საპროგრამო მასალის გადმოცემა ამომწურავად პროფესიულ ენაზე, პასუხობს ლექტორის მიერ დასმულ პროგრამასთან დაკავშირებულ დამატებით შეკითხვებს;
- 15-18 ქულა − ერკვევა პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საკითხში, აქვს საგანში დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეუძლია ნებისმიერ საპროგრამო მასალის გადმოცემა;
- 10-14 ქულა − ერკვევა პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელოვან ნაწილში; შეუძლია საპროგრამო მასალის გადმოცემა, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი.
- 3-9 ქულა − პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ნახევარზე მეტის გადმოცემა შეუძლია დამაკმაყოფილებლად, ძირითადი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი სუსტად აქვს დამუშავებული.
- 0-3 ქულა − პროგრამით გათვალისწინებული საკითხებიდან არც ერთი არ არის განხილული დამაკმაყოფილებლად.
ზემოთ მოყვანილ გახლავთ შეფასების კრიტერიუმთა მხოლოდ შესაძლო ვარიანტები. საგნის პროფესორი თავად წყვეტს, თუ რა კრიტერიუმით შეაფასებს იგი სასწავლო კურსის შემადგენელ ფორმებს და რამდენ ქულას მიანიჭებს მათ.
« იხ. ყველა სიახლე