2010-02-02
ტემპუსის ეროვნული ოფისის ტრენინგი
ტემპუსის ეროვნული ოფისის ინიციატივით და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 იანვარს ჩატარდა ტრეინინგი თემაზე: "როგორ წარვადგინოთ განაცხადი ტემპუსის საგრანტო კონკურსისათვის". ტრენინგს უძღვებოდა ტემპუსის ეროვნული ოფისის კოორდინატორი, ქ–ნი ლიკა ღლონტი, ხოლო ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. განხილული იქნა განაცხადის ახალი ელექტრონული ფორმის შევსების სპეციფიკა. ტემპუსის საგრანტო პროექტის აპლიკანტებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები.
დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ და შესაბამისი მასალები შეგიძლიათ იხილოთ ტემპუსის ეროვნული ოფისის ვებ–გვერდზე (http://www.tempus.ge/ge/news13.html).
« იხ. ყველა სიახლე