2010-02-02

დარგობრივი სტანდარტები (პროექტი)

დარგობრივი სტანდარტით განისაზღვრება მინიმალური კომპეტენციები, რომლებიც უნდა ჰქონდეს შესაბამისი სპეციალობის პირველი საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს.

დოკუმენტის მიზანია:
ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გასაგები თანამედროვე კურიკულუმის შემუშავებისა და დანერგვის პროცესის ხელშეწყობა;
მაქსიმალური მოქნილობის უზრუნველყოფა;
ხარისხის უზრუნველყოფისა და ამაღლების ხელშეწყობა.

ეს დოკუმენტი არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს აკადემიურ საზოგადოებას, აღწეროს შესაბამისი სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის დანიშნულება და პროფილი. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი იძლევა ზოგად რეკომენდაციებს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოსაყალიბებლად. შესაბამისად, კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (უსდ) მისიასა და მიზნებზე დაყრდნობით, საგანმანათლებლო პროგრამები ახდენს განზოგადებული „სწავლის შედეგების“ დაკონკრეტებასა და შემდგომ განვრცობას.  

დარგობრივი სტანდარტი დაფუძნებულია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ეროვნულ ჩარჩოსა და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოზე. ამდენად, იგი უზრუნველყოფს უსდ-ს საერთაშორისო დონის ორიენტირით, რაც მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტების მობილობის, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისათვის.

დარგობრივი სტანდარტი არის უსდ-ის შესაბამისი პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის რესურსი. იგი გამოყენებულ იქნება ასევე გარე შემფასებლების მიერ პროგრამული აკრედიტაციის განხორციელების პროცესში.

1. საბანკო საქმე
2. ბიოლოგია
3. ფსიქოლოგია
4. ბიზნესი და მენეჯმენტი
5. ქიმია
6. სამოქალაქო მშენებლობა
7. განათლების მეცნიერებები
8. ევროპისმცოდნეობა
9. გეოგრაფია
10. ისტორია
11. საექთნო საქმე
12. ფიზიკა

Print

« იხ. ყველა სიახლე