2010-02-02

აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის აკადემიური სამიტი

სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 იანვარს ჩატარდა აკადემიური სამიტი, რომელზეც განიხილეს კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩო და დარგობრივი სტანდარტები (ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ბიოლოგია). შეხვედრას უძღვებოდა აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბ–ი დავით კერესელიძე. აკადემიურ სამიტში მონაწილეობა მიიღეს ზემოთ აღნიშნული დარგების ექსპერტებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. სამიტის პირველი ნაწილი დაეთმო აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოს დოკუმენტის საჯარო განხილვას, მეორე ნაწილი კი –  ჯგუფებს შორის მუშაობას დარგობრივი დოკუმენტების სამუშაო ვერსიებზე (/ge/government/rvd_wh785vzhmfoe/news/2961/?p=1). 
აკადემიურ სამიტზე გადაწყდა, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შეიქმნას დარგობრივი ჯგუფები, რომლებიც 1 წლის განმავლობაში შეიმუშავებენ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და მათემატიკის  დარგობრივი სტანდარტების საბოლოო ვერსიას.  

Print

« იხ. ყველა სიახლე