გაცნობებთ,
რომ სტუდენტთა მომსახურების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით
ტარდება მოკლევადიანი კვლევა. სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში
(სტუდენტის ბაზაში) არის დამატებული შეფასების კითხვარის ბმული. მოცემულ
კვლევაში მონაწილეობის მიღების და კითხვარის შევსების შედეგად თქვენ
მოგეცემათ საშუალება, სტუდენტურ მომსახურებასთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ
მოსაზრებები ამ სისტემის გასაუმჯობესებლად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ანონიმურობა დაცულია და გულწრფელი
პასუხები გასცეთ კითხვებს!
სტუდენტთა მომსახურების კვლევასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები და
შენიშვნები გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
nino.revishvili@tsu.ge