ომარ ფურთუხია


დაბადების თარიღი: 10.03.1959


განათლება:
2000 წ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტის წოდება;

1990 წ. - თსუ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება;

თსუ  და მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განხრით, 1980 – 1984 წწ., ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 1984 წ. სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისია, მოსკოვი;

1980 წ. - მათემატიკოსი, მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

1975-1980 წწ. - თსუ მექანიკა-მთემატიკის ფაკულტეტი; მათემატიკოსი, მათემატიკის მასწავლებელი;

1972-1975 წწ.  კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი.


სამუშაო გამოცდილება:
1984-1985 წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი;

1986-2000 წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;

1990-2006 წწ. - თსუ სტოქასტური ანალიზისა და სტატისტიკური გადაწყვეტილებების ს/კ ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

2001-2006 წწ. - თსუ დოცენტი, ა.რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

2006-დან დღემდე თსუ ასოცირებული პროფესორი;

2007-2008 წწ. - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი;

2009-დან დღემდე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

2012 -დან დღემდე თსუ მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 
ორგანიზაციების და ასოციაციის წევრობა: 
ომარ ფურთუხია არის სხვადასხვა ორგანიზაციების და ასოციაციის წევრი; მათ შორის: საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბიროს წევრი; საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი; მათემატიკის ერთიანი ეროვნული საგამოცდო  კომისიის წევრი; მათემატიკის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი.

ომარ ფურთუხია არის 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 10 სახელმძღვანელოს ავტორი, ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სასწავლო პროგრამების ავტორი. არის მრავალი საერთაშორისო  და  ლოკალური სამეცნიერო და სასწავლო გრანტების, პროექტების და პროგრამების ძირითადი მონაწილე  და ხელმძღვანელი.

2012 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი.  

გამოქვეყნების თარიღი:2016-06-14 12:17:10