დადგენილება №93/2020
11 სექტემბერი, 2020
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის გადასახადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2020 წლის 5 აგვისტოს №10940/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №17 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამისათვის 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის გადასახადი განისაზღვროს 1925 (ათას ცხრაას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე