23.09.2011, №100/2011 დადგენილებით
დადგენილება №1
2006 წელი
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ
დოკუმენტთა ნუსხის შესახებ
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი კრიტერიუმები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) გამოცდილება ფინანსურ, ეკონომიკურ და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
გ) სამოქმედო გეგმისა და კონცეფციის წარმოდგენა;
დ) სასურველია გამოცდილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სფეროში.
ე) სასურველია აკადემიური ხარისხი.
2. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმაძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად თანდართულ დოკუმენტთა ნუსხა:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) 2 ცალი ფოტოსურათი.
ე) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (თუ ასეთი არსებობს).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი გიორგი ხუბუა