ძალადაკარგულია
აკადემიური საბჭოს
23.09.2011,
№100/2011 დადგენილებით
დადგენილება №10
23 იანვარი, 2007
მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესები:
საკონკურსო ადგილების დადგენა
1.1თსუ-ის მაგისტრატურაში მოქმედებს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორები.
ნებისმიერი სამაგისტრო სპეციალობისათვის ორივე სექტორზე სწავლება
მიმდინარეობს ერთიანი სასწავლო გეგმითა და საერთო მოთხოვნების დაცვით.
1.2. უნივერსიტეტი ყოველწლიურად განსაზღვრავს მაგისტრატურის სახელმწიფო
ბიუჯეტზე სწავლების მისაღებ კონტინგენტს ბაკალავრიატის დამამთავრებელი
კურსის საბიუჯეტო სექტორის კონტინგენტის 30%-მდე ოდენობით.
2.1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე
ბაკალავრები და ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული
სპეციალისტები, მაგისტრატურაში მიღების წესების 2.2.2-2.2.3 მუხლების
მოთხოვნების გათვალისწინებით.
2.2. საქართველოს მოქალაქე ბაკალავრები
მაგისტრატურის მისაღებ კონკურსში დაიშვებიან როგორც საბიუჯეტო, ასევე
არასაბიუჯეტო სექტორზე.
საქართველოს
მოქალაქე დიპლომირებული სპეციალისტები და უცხო ქვეყნის მოქალაქე უმაღლესი
განათლების მქონე ბაკალავრები და დიპლომირებული სპეციალისტები
მაგისტრატურის მისაღებ კონკურსში დაიშვებიან მხოლოდ არასაბიუჯეტო სექტორზე;
2.3. მაგისტრატურის საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და
წარადგინა სათანადო საბუთები.
2.4. თსუ-ის მაგისტრატურაში სათანადო საკონკურსო ადგილების დასაკავებლად
ყველა კონკურსანტი აბარებს ერთ საკონკურსო გამოცდას სპეციალობაში წერითი
სახით.
3.1. მაგისტრატურაში კონკურსანტთა ჩარიცხვა განხორციელდება სამაგისტრო სპეციალობაში მიღებული შეფასების შესაბამისად.
3.2.
- სამაგისტრო სპეციალობაში საკონკურსო გამოცდა ტარდება წერითი სახით. საკონკურსო გამოცდის წერითი ნამუშევარი შეფასდება 100-ბალიანი სისტემით.
- სპეციალობაში გამოცდას ატარებს საკონკურსო-საფაკულტეტო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.
3.3. მაგისტრატურაში
საკონკურსო გამოცდების შედეგების შესაბამისად სამაგისტრო სპეციალობისათვის
დაშვებულ ვაკანტურ ადგილებზე საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორებზე
ჩაირიცხებიან ის კონკურსანტები, რომლებიც სპეციალობის საგანში მიიღებენ 60
ან მეტ ქულას და დააგროვებენ გამსვლელ ქულას.
3.4. კონკურსანტები,
რომლებიც სპეციალობაში მიიღებენ 60 ქულაზე ნაკლებს, მოიხსნებიან
კონკურსიდან და არ ჩაირიცხებიან მაგისტრატურაში სწავლების სექტორის
მიუხედავად.
3.5. არასაბიუჯეტო სექტორზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლის სემესტრულ საფასურს იხდიან რეგისტრაციის დროს.
4.1.
მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე, სამაგისტრო პროგრამის (მოდულის,
ქვემოდულის) ზუსტად მითითებით (ფორმა #69 გაიცემა მიმღებ კომისიაში);
2. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი შესაბამისი თითო ასლი;
3. მაგისტრატურის კონკურსანტის ანკეტა (ფორმა #39მ გაიცემა მიმღებ კომისიაში);
4. სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3სმ X 4სმ.;
5. მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
6. სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისათვის).
4.2. კონკურსზე დაშვებული კონკურსანტები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ
საკონკურსო გამოცდაზე დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის
დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე
კონკურსანტის გამოცდაზე დაშვება არ მოხდება!
საბუთების მიღება იწარმოებს სტუდენტთა რეგისტრაციის ოფისში. თსუ I კორპუსი, 110-ე ოთახი.
საბუთების მიღების ვადები: 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე
გამოცდები გაიმართება იანვარში
სააპელაციო ვადები: გამოცდის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში.
გიორგი ხუბუა