ძალადაკარგულია
აკადემიური საბჭოს
23.09.2011,
№100/2011 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №22
28.05.2007
“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის № 20 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ.
“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის №20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს დამატებები:
I. დადგენილების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს:
1. სტატიების საერთაშორისო რეცენზირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი სტატიის წარმოდგენიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში. სამი თვის გასვლის შემდეგ რეცენზიის (დადებითის ან უარყოფითის) მიუღებლობა არ ჩაითვლება დისერტაციის დაცვის პროცედურების შემაფერხებელ გარემოებად.
2. დოქტორანტი თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციისა და სწავლის ქირის გადასახადისაგან სადისერტაციო ნაშრომის სადისერტაციო საბჭოში წარდგენის მომენტიდან. დისერტაციის წარდგენა დასაშვებია საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიების წარმოდგენამდე ან წარმოდგენილ სტატიებზე საერთაშორსიო რეცენზიის მიღებამდე. უარყოფითი რეცენზირების მიღების შემთხვევაში დოქტორანტმა უნდა გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია მომდევნო სემესტრიდან. სტატიების (ან სტატიის) ხელახლა წარმოდგენა ათავისუფლებს მას სემესტრული რეგისტრაციისაგან.
II. დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მუხლი 12 - დისერტაციის წინასწარი შეფასება
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი