ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
2007 წლის 11 დეკემბრის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №62
საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვშუამდგომლობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში „საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2
პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტს ჩამონათვალში დაემატოს „ეთნოლოგია, კავკასიოლოგია,
ამერიკამცოდნეობა, კულტურის Mმეცნიერებები, ზოგადი, შედარებითი და
გამოყენებითი ენათმეცნიერება“.
2. მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალში „ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“ შეიცვალოს „ბიზნესის ადმინისტრირებით“.
3. მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტს ჩამონათვალში დაემატოს „კომპიუტერული მეცნიერებები“.
4. მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ჩამონათვალში დაემატოს „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“.
5. მე-7 პუნქტს დაემატოს ჩამონათვალში „ოკუპაციური თერაპია“.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი