ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს

დადგენილება №69
28.12.2007

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2007 წლის 18 ივნისის #26 და 2007 წლის 26 სექტემბრის №45 დადგენილებებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  გადაწყვეტილებების თანახმად,

 

გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და დამტკიცდეს საკონკურსო კომისია.

1.             კონკურსი ჩატარდეს 57 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
ა)             საზოგადოებრივი გეოგრაფია - 7 ვაკანსია, მათ შორის:
-               საზოგადოებრივი გეოგრაფიის ზოგადი  საკითხები, მსოფლიოსა და რეგიონების გეოგრაფია - 2 ვაკანსია;
-               გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები - 1 ვაკანსია;
-               ეკონომიკა და ეკონომიკური გეოგრაფია - 1 ვაკანსია;
-               პოლიტიკური გეოგრაფია - 1 ვაკანსია;
-               სოციალური და კულტურული გეოგრაფია - 1 ვაკანსია;
-               ტურიზმის გეოგრაფია - 1 ვაკანსია;

ბ)             პოლიტიკური მეცნიერებები - 8 ვაკანსია, მათ შორის
-               პოლიტიკური თეორია - 2 ვაკანსია;
-               საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება - 2 ვაკანსია;
-               შედარებითი პოლიტიკა - 1 ვაკანსია;
-               პოლიტიკური კულტურა და კომუნიკაციები -  1 ვაკანსია;
-               მსოფლიო პოლიტიკა (ქვეყნებისა და რეგიონების პოლიტიკა) - 1 ვაკანსია;
-               პოლიტიკური კვლევების მეთოდოლოგია - 1 ვაკანსია.

გ)სოციოლოგია - 5 ვაკანსია

      დ)საერთაშორისო ურთიერთობები- 2 ვაკანსია;
ე)GGჟურნალისტიკა - 12 ვაკანსია, მათ შორის

-               ტელე-რადიო ჟურნალისტიკა - 4 ვაკანსია;
-               პრესის ჟურნალისტიკა - 5 ვაკანსია;
-               საერთაშორისო ჟურნალისტიკა - 3 ვაკანსია.

      ვ) ფსიქოლოგია - 23 ვაკანსია, მათ შორის:

-               განვითარების ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია;
-               შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია
-               პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია;
-               კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგია - 3 ვაკანსია;
-               სოციალური ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია;
-               კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 4 ვაკანსია;

2.             ასისტენტ-პროფესორების კონკურსის წესით არჩევის ვადა განისაზღვროს 2 წლით;
3.             ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება 2007 წლის 28 დეკემბერს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 28 იანვარი. საბუთების მიღება იწარმოებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკუკტეტის დეკანატში - უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი, ტელ 23 00 53, 25 17 35.

4.             კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2008 წლის 28 თებერვალს.

5.             ასისტენტ-პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისია განისაზღვროს 12 წევრით:

                სალუქვაძე იოსებ - საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით
მაცაბერიძე მალხაზ - პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით
კიკნაძე თამარ - პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით
5.4.   კაჭკაჭიშვილი იაგო -  სოციოლოგიის მიმართულებით
5.5.   ბერძენიშვილი ამირან - სოციოლოგიის მიმართულებით
5.6.             რონდელი ალექსანდრე - საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულებით
5.7. დავითაშვილი ზურაბ - საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულებით
5.8.     პაიჭაძე დავით - ჟურნალისტიკის მიმართულებით
5.9.     ჯოლოგუა თამაზ - ჟურნალისტიკის მიმართულებით
5.10.    მირიანაშვილი დოდო - ფსიქოლოგიის მიმართულებით
5.11.    ქვარცხავა რევაზ - ფსიქოლოგიის მიმართულებით
5.12.    ჯავახიშვილი ნინო - ფსიქოლოგიის მიმართულებით

6.             დადგენილება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი