ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
30.07.2008
დადგენილება № 107
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში
არჩევითი საგნების რაოდენობასთან დაკავშირებით
1. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაში (პროგრამის მოდულში) წარმოდგენილი არჩევითი დისციპლინების კრედიტების რაოდენობა არ უნდა იყოს სტუდენტის მიერ ასარჩევი საგნების კრედიტების რაოდენობაზე 1,5-ჯერ მეტი.
2. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევითი საგნები შემოთავაზებულია სხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიდან.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი