ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
30.07.2008
დადგენილება №113
პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენის და დამტკიცების პროცედურის შესახებ
პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენა და
დამტკიცება განხორციელდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:
1. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება
იყოს თსუ–ს სრული ან ასოცირებული პროფესორი, ან მოწვეული, შესაბამისი
აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის
მოწვევის შესახებ იღებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების
საფუძველზე.
2. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა იქმნება სსიპ
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული „
პროფესიული უმაღლესი განათლებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო-პროექტის სარეკომენდაციო ფორმის“ მიხედვით (იხ. დანართი).
3. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება
და ა. შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული
პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად
გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის
შესაბამისობას სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ
დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური. სადაო საკითხებს წყვეტს აკადემიური საბჭო.
ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა
ფაკულტეტის საბჭოს.
5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
6. მას შემდეგ, რაც აკადემიური საბჭო დაამტკიცებს პროფესიულ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამას, თსუ აკეთებს განაცხადს სსიპ განათლების
აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში ამ პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე (თუ
აღნიშნულ პროგრამას უკვე მიღებული აქვს აკრედიტაცია სსიპ განათლების
აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ, მაშინ განმეორებით განაცხადის
გაკეთება საჭირო არ არის).
7. პროფესიული უმაღლესი პროგრამების აკრედიტაციაზე განაცხადს თან უნდა
ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის ნუსხას ადგენს სსიპ განათლების
აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (იხ. დანართი).
8. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებული
უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა გადაეცემა თსუ საინფორმაციო
ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე.
9. ფაკულტეტის შესაბამის საკონსულტაციო სამსახურს, ტუტორებს, პროგრამის
ხელმძღვანელებს ევალებათ სტუდენტების ინფორმირება პროფესიული უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, რაც მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში
უნდა დაეხმაროთ.
10. თსუ-ში პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, თვითშეფასების
მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა მოხდეს პროფესიული უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება და სრულყოფა.
11. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება პროფესიული უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი, შესაბამისი დასკვნების,
შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური
საბჭოს წინაშე.
12. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში პროფესიული უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადებს ადგენს
თსუ აკადემიური საბჭო.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
დანართი
აკრედიტებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
პროფესიული
უმაღლესი
პროგრამების
აკრედიტაციაზე
განაცხადის
გასაკეთებლად
წარსადგენი
დოკუმენტაციის
ნუსხა
აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ პროფესიული
უმაღლესი პროგრამების აკრედიტაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დადგენილ ვადაში უნდა
წარადგინოს:
1.
პროფესიული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის
მოთხოვნის
შესახებ
განაცხადი,
რომელიც
უნდა
მოიცავდეს
შემდეგ
ინფორმაციას:
ა)
აკრედიტაციაზე
წარმოდგენილი
პროფესიული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამების
ჩამონათვალი;
ბ)
პროფესიული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამების
განხორციელების
ადგილი (
მისამართი);
გ)
პროფესიული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამების
განხორციელებისთვის
საჭირო
ადამიანური
და
მატერიალურ-
ტექნიკური
რესურსების
მონაცემები (
სასწავლო
და
სამეცნიერო-
კვლევითი
მიზნებისთვის
აუცილებელი
ფართი
სტუდენტთა
რაოდენობის
შესაბამისი
ინვენტარით,
რომელიც
უზრუნველყოფს
პროფესიული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამებით
გათვალისწინებული
მიზნების
მიღწევას,
ასევე
აკადემიური
პერსონალისა
და
მასწავლებლების,
კომპიუტერებისა
და
სახელმძღვანელოების
რაოდენობა);
დ)
ცენტრის
დირექტორის
მიერ
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი
აქტით
დამტკიცებული
ფორმის
შესაბამისი
მონაცემები
აკადემიური
პერსონალის
ან/
და
მასწავლებლების
შესახებ,
რომელიც
დასტურდება
აკადემიური
პერსონალის
ან/
და
მასწავლებლების
ხელმოწერით
(იხ. დანართი 2);
ე)
საწარმოო
პრაქტიკის
განხორციელების
მიზნით
გაფორმებული
შესაბამისი
ხელშეკრულება
ან
მემორანდუმი
ორგანიზაციასთან,
რომელშიც
განსაზღვრულია
პრაქტიკის
განხორციელების
ვადები,
ადგილი,
სტუდენტთა
რაოდენობა
და
მათი
შრომით
საქმიანობაში
ჩართვის
ძირითადი
პირობები.
2.
აკრედიტაციის
განაცხადის
საფასურის
(500
ლარის
ოდენობით)
უნაღდო
ანგარიშსწორების
წესით
გადახდის
დამადასტურებელი
საბანკო
გადარიცხვის
დოკუმენტი
(
იხ.
ცენტრის
საბანკო
რეკვიზიტები
:
www.nea.ge)
.
3.
პროფესიული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამები
სარეკომენდაციო
ჩარჩო-
პროექტის
შესაბამისად
.