ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

08.09.2008
დადგენილება №122

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.06.2009, №232 დადგენილებით




ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მინიმალური დატვითვის განსაზღვრის შესახებ


« უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,


1. განისაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მინიმალური დატვირთვა – სრული პროფესორისათვის – არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორი არანაკლებ – 6 საათი, ასისტენტ-პროფესორი არანაკლებ 8 საათისა. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება ( 18.06.2009, №232 ).

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი