ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
08.09.2008
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 123

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, 36/2010 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

  1. შეჩერდეს 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესის” მე-7 მუხლის I ნაწილის ზ პუნქტი.
  2. იმ სტუდენტებს, რომლებმაც ერთი და იმავე საგანში ორჯერ ვერ მიიღეს დადებითი შეფასება, მიეცეთ უფლება 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში განმეორებით მოისმინონ საგანი და ჩააბარონ დასკვნითი გამოცდა.
  3. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
  4. დადგენილება გამოქვეყნდა საჯაროდ.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი