ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
30.09.2008
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 138

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, 36/2010 დადგენილებით


თსუ აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში” ცვლილებების შეტანის შესახებ

 

  1. შევიდეს დამატება თსუ აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებით დამტკიცებულ ”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში” და მე-3 პუნქტს დაემატოს 3 ქვეპუნქტი:

“3 . უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე თსუ-ში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელნიც უნივერსიტეტში მოქმედი წესის თანახმად ამოირიცხნენ აღდგენის უფლებით, სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეთ გადაყვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, გამოცდის გავლის გარეშე, სასწავლო დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წერილობითი დასკვნის საფუძველზე”

  1. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი