დადგენილება №141
30 სექტემბერი, 2008


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
25.06.2010, №72/2010 დადგენილებით



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „ჟ“ პუნქტის შესაბამისად,
1. მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესი (დანართი №1) და დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს აკადემიური საბჭოს სამდივნომ.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი






დანართი  №1

დამტკიცებულია თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით (სხდომა №15, 03.10.2008)

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი – კახაბერ ლორია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესი


მუხლი 1. არჩევნების გამოცხადება
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
3. ,აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით. (25.06.2010, №72/2010)

მუხლი 2. საარჩევნო კომისია და მისი უფლებამოსილება
1. არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს ყველა გადაწყვეტილება არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
5. საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპოდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთაA ნახევარზე მეტი.

მუსლი 3. ინტერესთა შეუთავსებლობა
საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პერსონალის წევრი, აგრეთვე, მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი.

მუხლი 4. არჩევნების ჩატარება
1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრსა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
2. აკადემიურ საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რაც დადგენილია რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი ფაკულტეტისათვის.
3. აკადემიური საბჭო ცნობს არჩეული წევრის უფლებამოსილებას.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.

მუხლი 5. არჩევნების ორგანიზება და ჩატარების წესი
1. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
2. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება.
3. წინასაარცევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ:
- საარჩევნო კომისიის წევრებს
- ადმინისტრაციულ პერსონალს
4. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებებით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა.
5. წინასაარჩევნო აგიტაციამ და კამპანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს.

მუხლი 6. საარჩევნო სიები
1. საარჩევნო სიებს ამტკიცებს საარჩევნო კომისია პერსონალის მართვის, სასწავლო დეპარტამენტისა და შესაბამისი ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე.
2. ფაკულტეტის საარჩევნო სია გადაეცემა საარჩევნო კომისიას.

მუხლი 7. არჩევნების პროცედურა
1. საარჩევნო ბიულეტენის ფორმას ამტკიცებს საარჩევნო კომისია.
2. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.
3. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება:
- შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება
- ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი
4. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა პირზე, მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
5. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი სარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში, მას შემდეგ, რაც წრიულად შემოხაზავს მისთვის სასურველ 1 კანდიდატურას, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება.

მუხლი 8. არჩევნების შედეგების შეჯამება
1. კენჭისყრა იწყება 10.00 საათზე და მთავრდება არჩევნების დღეს 17.00 საათზე. (25.06.2010, №72/2010)
2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან სარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე, რაც ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა
3. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მასში მონაწილეობა მიიღო  ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტმა. (25.06.2010, №72/2010)
4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს.
5. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:
ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;
ბ) თუ არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა;
გ) თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურა;
დ) თუ შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა
6. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები :
ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;
ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;
გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;
დ) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა ;
ე) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.

მუხლი 9. დამკვირვებელი
1. არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ დაწესებულების საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.
3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის :
ა) ასარჩევი კანდიდატი
ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი
გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.
4. დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს საარჩევნო კომისიის მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრის განხილვის პროცესში. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა.
5. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას.
6. საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელს.

მუხლი 10. დარღვევის ოქმი
არჩევნების დღეს ამ დადგენილებით დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება:
ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი;
გ) დარღვევის შინაარსი;
დ)დარღვევის დაფიქსირების დრო;
ე)საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა ან აღნიშვნა მის ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ;
ვ)ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა;
ზ)ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.

მუხლი 11. არჩევნების შედეგების გამოცხადება
არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგების აქტი.

მუხლი 12. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
1. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკუკლტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივარი არ მიიღება.
2. საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება

მუხლი 13. საბოლო შედეგების გამოქვეყნება
1. საარჩევნო კომისია არჩევნების შედეეგებს ამტკიცებს შემაჯამებელი აქტით.
2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 14.  კანდიდატთა რეგისტრაცია
1. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 1 დღის განმავლობაში.
2. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს გაცნობიდან 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისია იღებს 1 დღის განმავლობაში. (25.06.2010, №72/2010)