ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
28.10.2008
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 145
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ.
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის თანახმად,
- დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები:
-
კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა: კვლევა და მართვა (მოდულები – ძველი ხელოვნება; ახალი და თანამედროვე ხელოვნება; მუზეუმმცოდნეობა; ხელოვნება: მართვის თანამედროვე მეთოდები; ვიზუალური ხელოვნება და გამოყენებითი ესთეტიკა)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი;
სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი – პროფესორი ზაზა სხირტლაძე, მოდულების ხელმძღვანელები – პროფ. ზაზა სხირტლაძე (ძველი ხელოვნება); პროფ. მაია ციციშვილი (ახალი და თანამედროვე ხელოვნება); ირინა კოშორიძე (მუზეუმმცოდნეობა); ასოცირებული პროფესორი ირინე მირიჯანაშვილი (ხელოვნება: მართვის თანამედროვე მეთოდები); ასოც. პროფ. თამაზ ხუციშვილი და ირაკლი ბრაჭული (ვიზუალური ხელოვნება და გამოყენებითი ესთეტიკა)
-
ბერძნულ – რომაული ფილოლოგია და სიძველეთმცოდნეობა (მოდულები – კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტიური ფილოლოგია, ახალი ბერძნული ფილოლოგია, ძველი ენები და ცივილიზაციები);
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ფილოლოგიის მაგისტრი (კლასიკური ფილოლოგია/ ბიზანტიური ფილოლოგია/ ახალი ბერძნული ფილოლოგია/ ასირიოლოგია/ ძველაღმოსავლური ენები და ისტორიის მაგისტრი (ძველი ისტორია));
პროგრამის კოორდინატორი – პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, მოდულების ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. ირინე დარჩია (კლასიკური ფილოლოგია), ასოც. პროფ. თინა დოლოძე (ბიზანტიური ფილოლოგია), ასოც. პროფ. სოფიო შამანიდი (ახალი ბერძნული ფილოლოგია); პროფ. ლევან გორდეზიანი (ძველი ენები და ცივილიზაციები)
-
შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია (მოდულები – შუა საუკუნეების ქართული ფილოლოგია; ებრაულ-არამეული ფილოლოგია);
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხები – ფილოლოგიის მაგისტრი (შუა საუკუნეების ქართული ფილოლოგია) და ფილოლოგიის მაგისტრი (ებრაულ-არამეული ფილოლოგია);
სამსაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები – ასოც. პროფ. ა. ხარანაული და ასოც. პროფ. მ. ჩაჩიბაია.
-
საქართველოს ისტორია და კულტურის მეცნიერებები (მოდულები – საქართველოს ისტორია, კულტურის მეცნიერებები);
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხები; ისტორიის მაგისტრი, კულტურის მეცნიერებათა მაგისტრი;
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები – პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი, პროფესორი ნინო ჩიქოვანი
II.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი