ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

15.12.2008

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 154

 

აკადემიური საბჭოს 2008 წლის 10 ნოემბრის №149 დადგენილების საფუძველზე რექტორის 2008 წლის 16 სექტემბრის №81/01-01 ბრძანებით დამტკიცდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები. აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ირანისტიკის ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე კომისიის გადაწყვეტილებით არჩეულ იქნენ ფატმან ანთაძე და თეა შურღაია.
ირანისტიკის ქვემიმართულებით კონკურსი გამოცხადებული იყო ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე. კომისიის გადაწყვეტილება 2 კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება კანონს და რექტორის 2008 წლის 16 სექტემბრის №81/01-01 ბრძანებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ

დაადგინა:

  1. ბათილად იქნეს ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2008 წლის 8 ნოემბრის დასკვნის ის ნაწილი, რომლითაც აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ირანისტიკის ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორის (1 საშტატო ერთეული) თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილ იქნა ფატმან ანთაძისა და თეა შურღაიას კანდიდატურები, თავისი თანმდევი შედეგებით;
  2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში ( მის: დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12 კმ.);
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი  ხუბუა 

             
აკადემიური საბჭოს თავჯდომარე,
რექტორი