ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

26.12.2008

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 155

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

ფსიქოლოგიის მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი –       ირინე ჟვანია
თინათინ ჭინჭარაული
ეკა ფირცხალავა
ირინა გედევანიშვილი
სოფიო თევდორაძე

 

ჟურნალისტიკის მიმართულებით:

ასოცირებული პროფესორი -          ელდარ იბერი
ასისტენტ-პროფესორი            -         ნინო ჭალაგანიძე
მარინე ლომიძე
ნათია კუპრაშვილი
ელზა ლომიძე

 

საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი -                    თამარ დოლბაია

პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი -                    ალექსანდრე წურწუმია

სოციოლოგიის მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი -                    ნინო შატბერაშვილი       

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი