ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №71
09.01.2008
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,
1.
უნივერსიტეტში მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის ჩატარების მიზნით
იქმნება საფაკულტეტოს დარგობრივი კომისია. თითოეული საფაკულტეტო კომისია
წარმოადგენს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების კომისიის შემადგენლობას,
რომელთა საფუძველზე დგება ერთიანი საუნივერსიტეტო დარგობრივი კომისია.
2. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება მეთვალყურეთა ჯგუფი.
3. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის მიზნით იქმნება
საპრეტენზიო კომისია. საპრეტენზიო კომისიის წევრობა შეუთავსებელია
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელობასთან, ისევე როგორც საგამოცდო
კომისიის წევრობასთან.
4. კონკურსზე დაშვება
4.1. თსუ მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან ბაკალავრის
აკადემიური ხარისხის მქონე პირები, ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების
მქონე დიპლომირებული სპეციალისტები და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების კურსდამთავრებულები მაგისტრატურაში მიღების წესების
გათვალისწინებით. საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გაცემული დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება “უმაღლესი
განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.
4.2. მაგისტრატურის საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და
წარადგინა სათანადო საბუთები (იხ.§7).
4.3. უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სათანადო საკონკურსო ადგილების
დასაკავებლად ყველა კონკურსანტი აბარებს ორ საკონკურსო გამოცდას: უცხო
ენასა და სპეციალობაში. გამოცდები არის წერითი. სამაგისტრო პროგრამის
სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია დამატებით ჩატარდეს ზეპირი
გამოცდა ან გასაუბრება.
5. კონკურსი
5.1. სპეციალობაში საკონკურსო გამოცდა ტარდება წერითი სახით. საკონკურსო
გამოცდის წერითი ნამუშევარი შეფასდება 100-ბალიანი სისტემით.
5.2. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას, ანუ მინიმუმ 51 ქულას.
5.3. სპეციალობაში გამოცდას ატარებს საკონკურსო-საფაკულტეტო კომისია,
რომელიც პასუხისმგებელია მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდის
შეფასებათა სიზუსტეზე.
5.4. შეფასების კრიტერიუმები ცნობილი უნდა იყოს გამოცდამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე.
5.5. უცხო ენაში გამოცდას ატარებს თსუ ენების ცენტრი, რომელიც
პასუხისმგებელია საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.
5.6. მაგისტრატურაში საკონკურსო გამოცდების შედეგების შესაბამისად
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან ის
კონკურსანტები, რომლებიც გამოცდებში მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს.
5.7. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ ხდება მაგისტრანტების ჩარიცხვა.
6. საბუთების მიღება
6.1. მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას სასწავლო
დეპარტამენტში უნდა წარუდგინოს 2008 წლის 15-25 იანვრამდე შემდეგი
საბუთები:
• განაცხადის შევსებული ფორმა (განაცხადის ფორმა - მიმღებ კომისიაში და/ან
• უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი შესაბამისი თითო ასლი;
• სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3სმ X 4სმ.;
• მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
• სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
• ცალკეული სამაგისტრო პროგრამების წინაპირობების შესაბამისი
დამატებითი საბუთები (სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის
დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ.).
6.2. კონკურსზე დაშვებული კონკურსანტები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ
საკონკურსო გამოცდაზე დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის
დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე
კონკურსანტი გამოცდაზე არ დაიშვება.
7. სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების პირობა
7.1. სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება, თუ დადებითი შეფასება მიიღო და
კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე ადმინისტრაციული რეგისტრაცია გაიარა 5-მა
ან მეტმა მაგისტრანტმა.
7.2. თუ სამაგისტრო პროგრამაზე შემოსულია 5-ზე ნაკლები განაცხადი,
კონკურსნატები იხსნებიან კონკურსიდან. მათ შეუძლიათ, სხვა პროგრამაზე
გადასვლა.
8. მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება 2008 წლის 1 - 17 თებერვალს.
9. მაგისტრატურაში მიღების მსურველთა რეგისტრაციისა და კონკურსის
ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის სასწავლო
დეპარტამენტს.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი