ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №73
09.01.2008

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, მედიცინისა და იურიდიულ ფაკულტეტებზე კვლევის მეთოდების მოდულებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

1. გამოცხადდეს ღია კონკურსი დოქტორანტებისათვის შეთავაზებულ კვლევის მეთოდების მოდულებზე.
2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.
3. კონკურსისთვის შეიძლება წარმოდგენილი იქნას, როგორც მთლიანად მოდული, დამუშავებული მკვლევართა ჯგუფის მიერ, ისე ცალკეული კურსები.
4. კონკურსი ცხადდება კვლევის მეთოდების მოდულებზე შემდეგი მიმართულებებით:

კვლევის მეთოდების მოდული ჰუმანიტარულ მეცნიერებებში უნდა აერთიანებდეს კვლევის მეთოდებს შემდეგ დარგებში: ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, ანთროპოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ფილოსოფია.
კვლევის მეთოდების მოდული ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში უნდა აერთიანებდეს კვლევის მეთოდებს შემდეგ დარგებში: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოლოგია, გეოგრაფია.
კვლევის მეთოდების მოდული სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში უნდა აერთიანებდეს კვლევის მეთოდებს სოციალურ მეცნიერებებში.
კვლევის მეთოდების მოდული მედიცინაში უნდა აერთიანებდეს კვლევის ქვევით ჩამოთვლილ მეთოდებს: ბიოსამედიცინო კვლევის მეთოდები, კლინიკური კვლევების ეთიკური საკითხები, ეპიდემიოლოგია და ბიოლოგიური სტატისტიკა, სამეცნიერო წერისა და პუბლიკაციის ჩვევები.
იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები.

5. მოდული მთლიანად უნდა იყოს 10 კრედიტიანი.
6. ცალკეულ კურსებს დოქტორანტი ირჩევს კვლევითი პროექტიდან გამომდინარე.
7. კურსები შეიძლება იყოს ინტერდისციპლინარული.
8. სასურველია, რომ მოდული შეიცავდეს კვლევის ზოგადი დიზაინისა და აკადემიური წერის მოკლე კურსს.
9. მოდული ღია უნდა იყოს ყველა სხვა ფაკულტეტისათვის.
10. შემოთავაზებული კურსი უნდა იყოს ინტენსიური და საკონტაქტო საათების რაოდენობა უნდა იყოს მცირე (ძირითადი დატვირთვა უნდა მოდიოდეს დამოუკიდებელ მუშაობაზე).
11. კურსში მითითებული სამეცნიერო ლიტერატურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქართულის გარდა ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენებზე.
12. კურსი წარმოდგენილი უნდა იყოს სილაბუსის სახით
13. კურსები შეფასდება შინაარსის აქტუალობის, სტრუქტურისა და კონკურსანტის კომპეტენციის მიხედვით.
14. კურსის/კურსების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 იანვარი.
15. საბუთების შეტანა მოხდება უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიხედვით - შესაბამის დეკანატებში.
16. საუნივერსიტეტო კომისია მტკიცდება აკამდეიური საბჭოს მიერ, ფაკულტეტებისაგან წარმოდგენილი წევრებით (მაქსიმუმ ორი წევრი თითოეული მიმართულებიდან), ასევე 1 წევრი სასწავლო დეპარტამენტიდან და 1 წევრი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან.
17. საუნივერსიტეტო კომისია შედეგებს გამოაცხადებს 2008 წლის 11 თებერვალს.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი