ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

დადგენილება №79

   25.02.2008

                                 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სახელფასო დანამატის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ

 

სახელფასო დანამატმა უნდა წაახალისოს თანამშრომელთა მოტივაცია და გაითვალისწინოს უნივერსიტეტის თანამშრომლების მოღწევები კვლევისა და სწავლების პროცესში.

I.          კვლევის სფეროში მიღწეული წარმატებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
·           პატენტები
·           სამეცნიერო პრემიები, სამეცნიერო სტიპენდია
·           ციტირების ინდექსი
·           პუბლიკაციები, სამეცნიერო მოხსენებები (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 - 2007წწ.)):
·           სამეცნიერო გრანტებით მოზიდული თანხების მოცულობა (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 - 2007წწ.)):
·           საექსპერტო საქმიანობა (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 - 2007წწ.)):

 

II.         სწავლების სფეროში მიღწეული წარმატებების კრიტერიუმებია:
·           თანამედროვე სილაბუსებისა და სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბება და განვითარება
·           უცხოეთის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივ სასწავლო - სამეცნიერო პროგრამებში მონაწილეობა.
ასევე გათვალისწინებული იქნება სწავლების პროცესში გამოცდებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელსაც დამატებითი დატვირთვის სახით ახორციელებს აკადემიური პერსონალი.

III.        უწყვეტი განათლების სფეროში მიღწეული წარმატებები შეიძლება შეფასდეს ახალი სასწავლო კურსების შემოთავაზებით
.
IV.       ახალგაზრდა მეცნიერების მომზადების და ხელმძღვანელობისას გასათვალისწინებელია:
·           ახალი სადოქტორო პროგრამების მომზადება და დანერგვა.
·           სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დოქტორანტების ჩართვა.
სახელფასო დანამატი გაიცემა როგორც აკადემიურ პერსონალზე, ისე ხელშეკრულებით მოწვეულ პერსონალზე. დანამატის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად აკადემიური თანამდებობის ვადით.
სახელფასო დანამატის ოდენობას და იმ პირებს, ვინც ღებულობს სახელფასო დანამატს შეარჩევს საუნივერსიტეტო კომისია. Kკომისიის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტისა (თითოეული ფაკულტეტიდან არაუმეტეს ხუთი წარმომადგენელი) და თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები. Kკომისიას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი. Kკომისია შერჩეულ კანდიდატურებს წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს.

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი