ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №88

19.05.08

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
გარდამავალი პერიოდის დოქტორანტთა დოქტორანტურაში
სწავლის გადასახადის შესახებ

  1. გარდამავალი პერიოდის დოქტორანტებისათვის დოქტორანტურაში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს – 1000 ლარით.
  2. დოქტორანტურაში 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან  2008 წლის ოქტომბრამდე.
  3. დოქტორანტურაში 2008-2009 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან  ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის განმავლობაში.
    • თუ ზემოხსენებულ ვადაში შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს არ წარედგინა სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტურის შესახებ ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, დოქტორანტი დოქტორანტურაში სწავლას გააგრძელებს თვითდაფინანსებით.


     

    გიორგი ხუბუა

    აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
    რექტორი