ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

21.01.2009

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 161

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №124 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №124 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. წესის მე-4 მუხლის 4.1 პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულ ენოვან სამაგისტრო პროგრამაზე“

ა) წესს დაემატოს მე-61 მუხლი:

„61. საკონკურსო გამოცდაზე დაშვების წინაპირობები
61.1 საკონკურსო გამოცდაზე სპეციალობაში დაიშვება კონკურსანტი, რომელიც:

ა) დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს საბუთებს მიმღებ კომისიასთან;
ბ) წარმოადგენს დოკუმენტებს, რომელიც შეესაბამება სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნებს;
გ) აკმაყოფილებს სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს;
დ) წარმატებით ჩააბარებს ქართული ენის გამოცდას, იმ შემთხვევაში თუ ქართული არ არის მისთვის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულ ენოვან სამაგისტრო პროგრამაზე“

გ) შევიდეს ცვლილება წესის მე-6 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
„6. საკონკურსო გამოცდა სპეციალობაში

    6.1 გამოცდა სპეციალობაში ტარდება წერილობითი სახით.
    6.2 საგამოცდო ნამუშევრები ფასდება 100 ბალიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას (მინიმუმ 51%), თუ სამაგისტრო პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
    6.3 სპეციალობის გამოცდაში კონკურსანტთა ნაშრომებს ამოწმებს საგამოცდო კომისია, რომელიც ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე მტკიცდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაიულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.”

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი