ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
21.01.2009
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 162

 

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, 36/2010 დადგენილებით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესსში დამატებების შეტანის შესახებ

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება:

მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი პუნქტი:
,,დამატებითი სემესტრის სტუდენტს სემესტრის გაცდენა ჩაეთვალოს საპატიოდ:

ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო;
ბ) მძიმე ავადმყოფობის მიზეზით.”

  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი