21.01.2009
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 163
„ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში
შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის
სწავლების შესახებ“ 2008 წლის 9 იანვრის N74 დადგენილებაში ცვლილებების
შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,
1. შევიდეს ცვლილებები „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების შესახებ“ 2008 წლის 9 იანვრის N74 დადგენილებაში და მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა განსაზღვროს ინგლისური ენის სწავლების საკითხი და სტატუსი (სავალდებულო ან არჩევითი). „
- ამოღებულ იქნეს დადგენილების მე–4 პუნქტი.
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი