ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

21.01.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 164

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილების II ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტში და 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტირისათვის მაგისტრატურაში მიღებისა და სასწავლო სემესტრის ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

“3. მაგისტრატურაში მიღება:

3.1 საბუთების მიღება –  11 - 25 თებერვალი;
3.2 გამოცდები –2– 10 მარტი;
3.3 დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 11 მარტი;
3.4 ბრძანება ჩარიცხვაზე –  12 მარტი.

 4. სასწავლო სემესტრის ვადები ( მაგისტრატურა ):

4.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია –  12 მარტი – 23 მარტი;
4.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 16მარტი  – 27ივნისი;
4.3 სასესიო პერიოდი –  29 ივნისი  –  10 ივლისი.”

 

  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი