დადგენილება № 167
იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
I. თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების
ოდენობა დაიყოს "ა” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების
გათვალისწინებით:
1. კატეგორია "ა" აერთიანებს
ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12
საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ
დატვირთვას. "ა" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს
თვეში 920 (ცხრაას ოცი) ლარის ოდენობით.
2. კატეგორია "ბ" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ
შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის,
სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან
საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ბ" კატეგორიის
ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 675 (ექვსას
სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
21. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება. ( 18.06.2008, №232 ).
II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი:
იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, №25262/02
26.12.2008წ; №437/02 16.01.2009წ; №25149/02 25.12.2008წ; პერსონალის
მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი