ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
2.02.2009
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 175
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის პროცედურისა დამტკიცების შესახებ
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის ”ს” ქვეპუნქტის შესაბამისად,
- დამტკიცდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის პროცედურა (დანართი 1), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების კითხვარი ( დანართი 2) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები (დანართი 3).
- დადგენილებაზე კონტროლი დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირინე დარჩიას.
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი