ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.02.2012, №8/2012 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2.02.2009

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 176

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად.

1. შევიდეს ცვლილება "იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის №135 დადგენილებაში და ძალადაკარკულად იქნას ცნობილი აღნიშნული დადგენილების 1-ლი პუნქტის "გ"  ქვეპუნქტი.
2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის წერილი №760/02, 23.01.2009წ.  იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულების წარდგინება №974/02, 27.01.2009წ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავჯდომარე,
რექტორი