ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2.02.2009

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 177


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასოცირებულ პროფესორად არჩეულ იქნეს ლელა გაფრინდაშვილი.
  2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი